საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საზოგადოებას.
კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბერიშვილი სამეცნიერო საქმიანობას 1962 წლიდან ეწეოდა. იყო საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, სამეცნიერო შრომებისა და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი.