საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “Bologna Hub Peer Support” გახსნის ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლონიის პროცესის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელა.
პროექტის “Bologna Hub Peer Support” კოორდინატორია გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტრო და მიზნად ისახავს საქართველოში ბოლონიის პროცესის – უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის – განხორციელებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლონიის ინსტრუმენტების შემდგომი დანერგვის ხელშეწყობას.
პროექტი 2020-2022 წლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ ბოლონიის პროცესში ჩართული ქვეყნების სამინისტროებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები და ექსპერტები 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ა.შ.