საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მმართველი კომიტეტის შეხვედრაში. დისტანციური ფორმატის უმაღლესი რანგის შეხვედრა ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბრიჯიტა რინგბერგმა გახსნა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ცალკეული მარშრუტებისა და გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების ეროვნული კვლევის ანგარიშების შესახებ. აღსანიშვანია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლისთვისაც 2019 წელს, ევროპის საბჭომ კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიში მოამზადა. შეხვედრის მონაწილეეობა ასევე კენჭი უყარეს 3 ახალი მარშრუტის სერტიფიცირებას, მათ შორის „ისტორიული ევროპული ბაღების მარშრუტს“, რომელშიც საქართველო გაერთიანებულია 3 ისტორიული ბაღით.
საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.
2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის, რადგან ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მე-10 ფორუმს ქ. ქუთაისი უმასპინძლებს. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.