პირველ გამოცდას პროფესიულ უნარებში რუსთაველი და ნაწილი გარდაბნის საჯარო სკოლების 1200-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, რუსთავის საგამოცდო ცენტრში 13 და 14 ივლისს ჩააბარებენ.
პირველ სესიაზე 255 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, რეგისტრაცია ისევე როგორც დანარჩენ 13 საგამოცდო ცენტრში, რუსთავშიც 13 ივლისს 08:00 საათზე დაიწყო, ტესტზე მუშაობას პედაგოგები 09:00 საათზე შეუდგნენ, არ გამოცხადდა რამდენიმე მონაწილე.
მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყო და მასში 250-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. 14 ივლისს ორივე სესიაზე 700-მდე პედადოგია დარეგისტრირებული.