მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში 137 წლის წინ ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების პირველი პროფესიული სასწავლებელი დაარსდა. შენობა, სადაც სასწავლებელი იყო განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ეტაპზე მისი რესტავრაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან მანონი ნარიმანიძესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად გაეცნო.
ისტორიული სასწავლებელი, რომლის წარმატებასა და განვითარებაშიც წვლილი ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ შეიტანეს, თავის პირვანდალ სახეს დაიბრუნებს. თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, აქ მოეწყობა სამუზეუმო, სასწავლო, საკონფერენციო სივრცეები, რათა აღსდგეს ის ტრადიციული პირვანდელი მიმართულებები, რომლებიც ილია წინამძღვრიშვილისა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაინერგა და მოხდეს მათი განვითარება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.