დღეს, 18:00 საათზე ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE , თბილისი, 2020, ირეალური რეალობა გაიხსნება.
პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია,აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას ისახავს მიზნად.
პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება, მხატვრის მიერ შექმნილი საავტორო ანაბეჭდით, რომელთაგან ყველა ორიგინალია, ძვირადღირებული მხატვრის ნამუშევრის საკმაოდ მისაღებ ფასად შეძენაა შესაძლებელი.
პროექტის პარტნიორები ასევე არიან „შემოქმედებითი საქართველო“ და MOMA თბილისი (ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელვნების მუზეუმი).
2020 წლის ახალი კოლექციის წარდგენით მოხდება თბილისში პრინტ ფესტივალის გახსნა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გარდა მიიღებენ აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.
ფესტივალი ხელოვნების მუზეუმში ყოველ დღე 18 საათიდან 21 საათამდე 28 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.