მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია თემაზე “Digital Citizenship Education Days”. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების პოლიტიკის შემქმნელები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის მასშტაბით.
აღნიშნული კონფერენციის მიზანია ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ქვეყნებში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სფეროში არსებულ გამოცდილებას, განიხილავენ იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც წარმოდგენილია არსებული კრიზისის პირობებში და განსაკუთრებით, როგორ შეიძლება ადაპტირდეს პოლიტიკა და პრაქტიკა სწავლის ჰიბრიდული და შერეული ფორმების საჭიროებების შემთხვევაში.
ვიდეოკონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.