81 წლის ასაკში გარდაიცვალა მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, მხატვართა ასოციაცია „ავანგარდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სიმონ გირკელიძე. ის გამოჩენილი ნონკონფორმისტი მხატვარი, 60-იანელების თაობის ცნობილი ანტისაბჭოთა არტისტი იყო. წლების განმავლობაში მისი არაერთი გამოფენა მოეწყო, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მათ შორის: ავანგარდისტული ქანდაკების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მხატვრის სახლში (თბილისი) და სოლარ ცენტრში (გერმანია). მისი ცნობილი ქანდაკებებია კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი - მარჯანიშვილის თეატრთან და პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი - აღმაშენებლის ქუჩაზე. მხატვრის ხუთი აბსტრაქტული ფერწერა ამჟამად გამოფენილია ორბელიანების სასახლის რუსთაველის დარბაზში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სიმონ გირკელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
პანაშვიდი: სამშაბათსა და ოთხშაბათს: 17-20 გამოსვენება: ხუთშაბათს 14 საათზე. მისამართიდან: სიმონ ჩიქოვანის ქუჩა (ხილიანი) N22. 1-ლი სადარბაზო, ბინა N1.
დაკრძალვა: მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი