საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორის მოადგილე სელმა ულრიხსი, დამსაქმებლები, ასოციაციის პარტნიორები და წევრები, დუალური პროგრამების განმახორციელებელი კოლეჯების, დონორი და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამარ ქიტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პროფესიული განათლების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და მათთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა პამდემიის გამო ტურიზმის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის ახალი საჭიროებების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია სამინისტროს ერთ-ერთი სოციალური პარტნიორია, რომლის წევრებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ პროფესიულ კოლეჯებთან და ჩართული არიან მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებაში.