საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუშაოების ფარგლებში სრულად რესტავრირდა ტაძრის გუმბათის სახურავი და „იმერული“ კრამიტით გადაიხურა. სამუშაოები კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა.
ქვათახევის მონასტერი XII-XIII საუკუნეების ძეგლია. იგი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერა იყო. დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.