ფოთის კოლეჯ „ფაზისის“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
საინჟინრო და სატრანსპორტო მიმართულების სამ სახელოსნოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აშენებს.
დურგლის პროფესიული პროგრამის სახელოსნო კი გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ებერჰარდ შიოკის“ საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება. ფონდის დახმარებით გერმანული მხარე აღნიშნული პროფესიული მიმართულებით კოლეჯის მასწავლებელთა გადამზადებასაც უზრუნველყოფს.
შედეგად, ძრავის შემკეთებლის, სავალი ნაწილის შემკეთებლის, შედუღებისა და დურგლის პროფესიული პროგრამის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო სახელოსნოებში შეძლებენ.