დღეს UNESCO-ს ეგიდით მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ მეცნიერებს მათ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.
10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.