ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის მე-9 პლენარულ სესიაზე, წევრმა ქვეყნებმა/დელეგატებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე 1 წლის ვადით აირჩიეს.
პანდემიის გამო, წელს კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მისი მთავარი განხილვის თემა იყო ევროპის საბჭოს ფარგლებში, პანდემიის პერიოდში კულტურის სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავალო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის, მემკვიდრეობის დაცვასა და ლანდშაფტების მოვლა-განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე, ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამები (კულტურული მარშრუტები, ლანდშაფტის კონვენცია, კომეპედიუმი და სხვა).
მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი 2018 და 2019 წლებში არჩეული იყო აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე.