საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის, ქართული კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, თემო ჯავახის (ჯავახიშვილის) 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 11-30 ნოემბერს ონლაინ გამოფენა „70+127...უკან მომავლისკენ“ იმართება. მისი დათვალიერება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.reachartvisual.com
გამოფენა მოიცავს თემო ჯავახის შემოქმედების რეტროსპექტულ ჩვენებას ახალგაზრდა ხელოვანებთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს თაობათა შორის დიალოგის ექსპერიმენტულ მცდელობას და წარმოადგენს მონაწილეთა ინდივიდუალურ ხედვებსა და სუბიექტურ ესთეტიკას. პროექტში მხატვრის მოწვევით მონაწილეობენ: ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მიშიკო სულაკაური, ალექსანდრე ვარვარიძე და არჩილ თაბაგარი.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია რიჩარტ ვიზუალის ორგანიზებით. აღნიშნული გამოფენის პროექტი სამინისტროს კონკურსის „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებულია.