საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას.
მხატვარმა მთელი თავისი ცხოვრება სვანეთს მიუძღვნა და მისი უნიკალურობა არაერთ ტილოზე ასახა. ხელოვანის ნიჭი და გენიალურობა ასევე გამოიხატა მის ლექსებსა თუ ხეზე ნამუშევრებში.
ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. დღემდე მხატვრის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი და ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარულებში დიდ აღფრთოვანებას იწვევს.