შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, მინისტრის ახალი ინიციატივები. საუბარი შეეხო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც, რომელთა გადაჭრის გზებზეც სამინისტრო მზადაა ყველას პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტი მისი საქმიანობის გამჭვირვალეობაა, ამას ემსახურება ანალოგიური სისტემატიური შეხვედრები სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზთან, მრჩეველთა საბჭოსთან, პედაგოგებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, პროფკავშირების წარმომადგენლებთან და ზოგადად სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციასთან.
სექტემრიდან ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბევრი ახალი პროექტი ამოქმედდება, სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრების თითოეული მონაწილის ხედვა ამ სიახლეებზე, არსებული და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზებზე.