ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველმა კომიტეტმა „ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ მანიფესტი გამოაქვეყნა.
მანიფესტი ასახავს დემოკრატიული საზოგადოებებისთვის მხატვრული შემოქმედებისა და კულტურული ინდუსტრიის მნიშვნელობას, ასევე მხატვრული გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -10 მუხლით რეგულირდება.
ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველმა კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ციფრული გამოფენის კონცეფცია „შექმენი თავისუფლად, შექმენი თავისუფლებისთვის“.
ციფრული გამოფენა, დაგეგმილია 2021 წლის პირველ ნახევარში და წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, წარმოადგინონ ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებიც ასახავენ მხატვრული თავისუფლების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
მანიფესტის ორიგინალი დოკუმენტი იხილეთ ბმულზე: https://www.coe.int.