5 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-12 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ონლაინ გამოფენა „არს გარიყულა“ გაიხსნება.
გამოფენა იხილეთ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/www.garikula.org
ონლიან გამოფენის ფარგლებში გაიმართება ფესტივალის მსვლელობისას განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და მასში მონაწილებას მიიღებენ ხელოვანები: ნანუკა ჩიჩუა, ნინა კინწურაშვილი, უტა ბექაია, ნიკა კოპლატაძე, ლუკა ჯაფარიძე, ანა მიხაელოვა კეზელი, ნინა ახობაძე, ნათია ბენაშვილი, დავით ჩიხლაძე, ანა კალანდარიშვილი, ნუცა იაშვილი, ქეთო ტატიშვილი, ნიკა შანავა, ელენე მელიქიძე, თამარ კორკოტაშვილი, ლაკო მაჭავარიანი, პინი კაპანაძე, გიგი ლორია, სალომე ფილიაშვილი, მარიამ ჭოლოკავა, ცისია როსტიაშვილი.
გამოფენის ონლაინ ტურს გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე დათო კოროშინაძე.