ევროპის სასწავლო ფონდისა (ETF) და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIAS) ორგანიზებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი დონის მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
შეხვედრაზე ადამიანურ კაპიტალსა და კლიმატის მოქმედებას შორის კავშირი დასაქმების, საჯარო-კერძო პარტნიორობის, სოციალური ერთობის, მწვანე შეთანხმების ევროპული სტრატეგიისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარების კონტექსტში განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ეკონომიკის განვითარებისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობას. მისი თქმით, სამუშაო ადგილების გარდაქმნის პარალელურად ადამიანებმა უნდა შეითვისონ ახალი უნარები და სისტემაც მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის.
მრგვალი მაგიდა ონალინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა IIAS–ის გენერალურმა დირექტორმა სოფიანე სარაუმ, UCL ინოვაციისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ რაინერ კატელმა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს. მრგვალ მაგიდას ევროპის სასწავლო ფონდის (ETF) დირექტორი, ჩეზარ ონესტინი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ მრგავლი მაგიდის ფორმატში ევროპის სასწავლო ფონდის (ETF) პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველო იყო ერთადერთი წარმომადგენელი.