გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“, რომელიც პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად ჩაატარა.
გამარჯვებული გახდა ლიკა გლურჯიძე პიესით „სანამ ისტორია დაიწერება“, რომელიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
საკონკურსო 13 პიესა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით შეაფასა: რევაზ კლდიაშვილი დრამატურგი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიორგი მარგველაშვილი რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით გაბუნია დრამატურგი, მწერალი.
კონკურსის ფარგლებში სამ საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა:
პიესების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 20-35 წლის ახალგაზრდებს. ხოლო მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, დრამატურგიასა და თეატრში საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა და სპექტაკლების შექმნა; ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობი დრამატურგების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.
საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებდა. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.