გივი თოიძე შოთა რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი და საქართველოს სახალხო მხატვარია. მისი შემოქმედებაში ძირითადი ადგილი უკავია ძველი თბილისის, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებს, ჟანრულ სურათებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებსა და მონუმენტურ მხატვრობას.
მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და გალერეებშია დაცული, მათ შორის: ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში, პიტერ ლუდვიგის გალერეაში, ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.). მისი ნამუშევრები ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გივი თოიძეს იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.