განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარ თემას მასობრივი სპორტის განვითარება და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები წარმოადგენდა. ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები მასობრივი სპორტის თემაზე.
კონფერენცია მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ გახსნეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს, პარლამენტის, ევროკომისიის, მუნიციპალიტეტების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მასობრივი სპორტული ღონისძიებების ეროვნულმა კოორდინატორებმა და სპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები მასობრივი სპორტის ოთხი ძირითადი მიმართულებით:
პრეზენტაციებში მიმოიხილეს ამ მიმართულებებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე აქცენტი გაკეთდა სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სახელმძღვანელო ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ. ასევე დეტალურად მიმოიხილეს ევროპის სპორტის კვირეულის, სპორტის საერთაშორისო დღისა და სპორტის ტრადიციული სახეობების ყოველწლიურ ფესტივალთან დაკავშირებული ღონისძიებები.