ევროპული კვლევების საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი – Starting Grants გამოცხადდა და მისი ბიუჯეტი 619 მლნ ევროს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამწყებ მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 2-7 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილება აქვთ. კვლევის სფეროები შეზღუდული არ არის.
განაცხადების მიღება 2020 წლის 25
თებერვლიდან, 2021 წლის 8 აპრილის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის ნახვა საგრანტო განაცხადის წარდგენის
პროცედურის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გრანტის მოცულობის, შერჩევის
კრიტერიუმებისა და გრანტის მიღების პირობების შესახებ შესაძლებელია ბმულზე:
https://erc.europa.eu/funding/starting-grants;
Horizon Europe-ის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი საგრანტო
კონკურსების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_21_685.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა აპლიკანტებს Horizon 2020-თან ასოცირებული ყველა ქვეყნიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს Horizon Europe-ის პროგრამასთან ასოცირების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის გასაზრდელად აქტიური მზადება მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებსაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისიას შეასრულებენ.
Horizon Europe-ის მასშტაბური საგრანტო დაფინანსება მიმართული იქნება საქართველოში კვლევითი ცენტრებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ და საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ.