გიორგი დამენია 186-ე სკოლის მეექვსე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. თამაშობს კალათბურთს და აქვს სპორტული მიღწევები. განსაკუთრებულად უყვარს საქართველოს ისტორია, რის გამოც სამინისტრო მას ისტორიული ჟანრის წიგნებით და მხატვრული ლიტერატურით აჯილდოებს. გიორგი აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში.
მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წარჩინებული მოსწავლეების წახალისებაზე სამინისტრო მუდამ ზრუნავს, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ომში დაღუპული ეროვნული გმირების ოჯახები საზოგადოებამ არ დაივიწყოს და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.