ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროექტის ფარგლებში, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პანდემიის პერიოდში და სამომავლო ტენდეციები“. შეხვედრაზე განვლილი პერიოდი შეჯამდა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დროს სხავადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პროფესიული განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები გაანალიზდა და მომავალი სამოქმედო გეგმა დაისახა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, პროგრამის "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში (GIZ)“ დირექტორმა ჰანს-იურგენ კასენსმა, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ, კერძო სექტორის, კოლეჯების, დონორი და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა მიიღეს.