მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის
სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.
ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) შემოღების შემდეგ კი ამავე
მოწმობაზე იქნება დატანილი ინფორმაცია ელექტრონული ატესტატებისა და დიპლომების
შესახებ.
ცნობისთვის, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში 2009 წელს მოსწავლეთა უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობდა. სასკოლო ასაკის ბავშვების აღრიცხვით შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებას სოციალური პროგრამების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, განათლების სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები მოსწავლეთა პირად მონაცემებს სამოქალაქო რეესტრის ბაზაში ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შეამოწმებენ.
უწყებათა შორის ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს: ავტომატურ რეჟიმში მონაცემთა გაცვლისას, აღარ იხარჯება დამატებითი თანხა დოკუმენტის ასლის გადაღებასა და წერილების გაგზავნაზე.