UNESCO-ს პროექტის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ოფიციალურად გადმოიბარა. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ქალაქი ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში ატარებს. პროექტის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტი განხორციელდება.
თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.