პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა. ნოდარ სურგულაძის განცხადებით, ,,პროექტი ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ხორციელდება. მსგავსი პროექტი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ინგლისურ ენას პირადი კონტაქტის საფუძველზე კიდევ უფრო უკეთესად შეისწავლიან.’’
უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის საჯარო სკოლებში შეუდგებიან ინგლისური ენის შესწავლას.
მთლიანობაში სქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგების ჩამოყვანა იგეგმება.