საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაგიფ სეიდბაილის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ხარისხის გაუმჯობესების საკითხს და იმ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და მშობლიური ენების სწავლების ხარისხის ამაღლებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.