ახალი სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი ახალ შენობაში დაიწყებს მუშაობას. სპორტის ფაკულტეტი 4 წლიან საბაკალავრო სწავლებას მოიცავს.
შენობაში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №2 მდებარეობს, განთავსდება აუდიტორიები თეორიული ლექციების ჩასატარებლად, ასევე ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ანატომიის სასწავლო ლაბორატორიები, სამი დიდი სალექციო დარბაზი, კომპიუტერული კლასი და საპრეზენტაციო დარბაზი.
შენობა გათვლილია 600 სტუდენტზე. სპორტის ფაკულტეტის პრაქტიკული სწავლება ”ქარიშხალას” კომპლექსში მიმდინარეობს.
ილიას სახეწლმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ ფაკულტეტი ორ საბაკალავრო მიმართულებით მიიღებს სტუდენტებს: ფიზიკური აღზრდის მასწავლებლსა და მწვრთნელებს.
დაგეგმილია ასევე, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების პროგრამები.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა და განვითარება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.
მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ინციატივის საფუძველზე, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლება.