UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ღონისძიება თემაზე: „წიგნი, ჩვენ და გარემო“.
ღონისძიებაში მონაწილეობა სამგორის რაიონის ათი საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვება 117-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ჟიურიმ, რომლის წევრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გახლდათ.
ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა „მეტი დეველოპმენტი“ საკუთარი რჩეული გამოავლინა. 180-ე სკოლას კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება ქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის სოზარ სუბარის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.