საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს.
„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის იუბილეს!
უდიდესი ტრადიციების სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერაა, რაც მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
მსურს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისინი ჭეშმარიტად ჩვენი დროის გმირები არიან. სწორედ ჩვენი ექიმები აღმოჩნდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, მათ შორის დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის კირსდამთავრებულია. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ კორონავირუსის ეფექტიანად მართვას არა მხოლოდ პროფესიიდან გასული ღვაწლმოსილი პროფესორები, არამედ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებიც შეუერთდნენ.
დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ სახელოვან თაობას აზრდის, რომლებიც თავდადების ისეთივე მაგალითს აჩვენებენ, რისი მომსწრენიც პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ერთად გავხდით.“