თბილისის 31-ე საჯარო სკოლას ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი აქვს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედანი „ჯინო კაპიტალის“ დირექტორის, ნოდარ გიორგაძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ და „ჯინო კაპიტალის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ მოინახულეს.
მომდევნო ეტაპზე ნოდარ გიორგაძე სკოლის ეზოს სრულად კეთილმოწყობას და წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერას გეგმავს.