შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს:
„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღვნიშნავთ! დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამიტომ, ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ისეთი განათლების სისტემის შესაქმნელად, რომელიც თითოეული ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული. მნიშვნელოვანია, დავიცვათ მათი ფუნდამენტური – განათლების მიღების უფლება, რადგან განათლების გარეშე ბარიერების დაძლევა შეუძლებელია.
გულითადი მადლობა ყველას, ვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მნიშნელოვან და ჰუმანურ მისიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული. ვიცოდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები!“