თბილისის N81, N23 და გარდაბნის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლას, სადაც ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების ქართულ ენას სწავლობენ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ საქართველოში (UNHCR) ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.
ადგილობრივი და ლტოლვილი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის, აგრეთვე სკოლებში ქართული ენის გაკვეთილების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, UNHCR-მა აღნიშნული სკოლების საჭიროებები შეაფასა და მათ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა: კომპიუტერები, პრინტერები და პროექტორები გადასცა.
UNHCR-საქართველო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მათი უკეთესი მომავლისთვის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში UNHCR-საქართველომ ჟვანიას სახელმწიფო მმართველობის სკოლასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.