როგორც შეხვედრაზე გადაწყდა ამიერიდან, სამინისტროს, სისტემაში შემავალ სასწავლო დაწესებულებებსა და გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სამართლებრივად დარეგულირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები შევლენ.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ორივე მხარისთვის მისაღებ თანამშრომლობის ფორმას შეარჩევს, შეიმუშავებს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობას კანონის შესაბამისობაში მოიყვანს.