ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ფოთში პირველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო ბაზაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და დაეუფლონ საზღვაო მიმართულების შემდეგ პროფესიულ პროგრამებს:
2021 წელს საზღვაო აკადემია ფოთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პირველ 300 სტუდენტს მიიღებს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება ბათუმშიც, სადაც მიღება გამოცხადებულია ექვს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აკადემიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bsma.edu.ge
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vet.emis.ge