13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მიხეილ ჩხენკელი: „პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. ჩვენი დროის გმირებმა თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისა და მისი ნათელი მომავლისათვის. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებისა და თავგანწირვისთვის. ამ გმირობის მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან!“