ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „აისი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას ოთხ ლოკაციაზე: კაჭრეთი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ლაგოდეხი.
2021 წლისთვის კოლეჯი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ოთხივე ლოკაციაზე სთავაზობს პროფესიათა მრავალფეროვნებას სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ხელოვნების, ინჟინერიის, კვების პროდუქტების გადამუშავების და სხვა მიმართულებით.
კოლეჯი „აისი“ კაჭრეთში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 2021 წლისთვის სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:
- ელექტრობა;
- თმისა და სილამაზის მომსახურება;
- იატაკისა და ფილის სამუშაოები;
- ინფორმაციის ტექნოლოგია;
- მევენახეობა-მეღვინეობა;
- მეფუტკრეობა;
- მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;
- სატყეო საქმე;
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება;
- ხის მხატვრული დამუშავება.
დედოფლისწყაროში:
- ელექტრობა;
- თექის დამზადება;
- თმისა და სილამაზის მომსახურება;
- შედუღება;
- ქვის სამუშაოების წარმოება.
ლაგოდეხში:
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი;
- დეკორატიული მებაღეობა;
- იატაკისა და ფილის სამუშაოები;
- საოფისე საქმე;
- სატყეო საქმე.
ახმეტაში, ქვემო ალვანში:
- თექის დამზადება;
- თმისა და სილამაზის მომსახურება;
- მომინანქრება;
- კერამიკული ნაკეთობის დამზადება;
- მხატვრული ქსოვილები.
კაჭრეთში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დუალურ პროგრამებზე, კოლეჯის პარალელურად, პრაქტიკული სწავლება გაიარონ კახეთის რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებლებთან და მიიღონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.
აპლიკანტებს შეუძლიათ აირჩიოთ კაჭრეთში კომპიუტერული ქსელებისა სისტემების, ხოლო ლაგოდეხში დეკორატიული მებაღეობის ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის პარალელურად დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას და მიიღონ სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
ამასთან, ახმეტაში, ქვემო ალვანის სასწავლო ბაზაზე კერამიკული ნაკეთობების დამზადების პროგრამის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სახელოსნო პირველად უმასპინძლებს სტუდენტებს.
კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.collegeaisi.ge/
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/