სოფელ ზემო მაჩხაანში 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ.
სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზები.
სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.
სოფელ ზემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა.