წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
თანამედროვე სტანდარტების შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლა სრულად არის ადაპტირებული.
სოფელ კოხტაში ახალი სკოლა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი.
სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.