საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. ნორმატიული დოკუმენტი, რომელზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები მუშაობდნენ, სკოლის დირექტორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სტანდარტს ადგენს.
სკოლის დირექტორის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურისტები, ფსიქოლოგები, ასევე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის წარმომადგენლები. USAID-ის განათლების მართვის პროექტის დაფინანსებით, სპეციალურ კონსულტანტებად მოწვეული იყვნენ ჰარვარდისა და ვანდერბილდის უნივერსიტეტის პროფესორები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე პროფესიული სახელმძღვანელოს შემუშავებასაც გეგმავს.