საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა.
ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან მოზარდების უსაფრთხოებას სერტიფიცირებული მანდატურები დაიცავენ. ტრადიციულად მათი გადამზადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელდა. მომავალი მანდატურები სამი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.
”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში დასრულებულია ბათუმის საჯარო სკოლებში ვიდეოსამეთვალყურეო აპარატატურის დამონტაჟების პროცესიც. თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვიდეოაპარატურა ბათუმის სკოლებში კომპანია „ნეოტექმა“ დაამონტაჟა. მათი დახმარებით მანდატურები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის რეალურ დროში გააკონტროლებენ.