განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად შეხვედრა ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პედაგოგებთან გაიმართა. მასში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ლიეტუვის, ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩები მონაწილეობდნენ.
ცნობილი ექიმები მასწავლებლებს COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია და ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეების კონკრეტულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც ჩაეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.