განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ.
მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკაში“ ასაცრელად მისულმა პედაგოგებმა თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ყველა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში. პედაგოგებმა თავიანთ კოლეგებს აცრისკენ მოუწოდეს, ვინაიდან მათი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებულად აუცილებელია, რათა სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით წარიმართოს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ოთხ კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს, სადაც იმუნიზაცია სასურველი ვაქცინით არის შესაძლებელი.