ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.
პარტნიორებთან ერთად ბრიტანეთის საბჭო პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნას და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალ სისტემებს ქართულ რეალობაში გამოცდის. შედეგად, შესაძლებელი გახდება „e-განათლების სახლის“ ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნა ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ინგლისური ენის მასწავლებლების განცხადებების მიღება 2021 წლის 25 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე: https://bit.ly/otcforteachers
პარტნიორული პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორები შეირჩა. ამჟამად პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.