საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველ ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.
ზოგადი განათლების მიმართულებით მხარეებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის კუთხით სამომავლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების მოსამზადებელი პროგრამების განვითარებას.