მე-17 საჯარო სკოლაში სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ორი - საჭიდაო და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებზე სამინისტროს მიერ 140 000 ათასი ლარია გამოყოფილი.
მე-17 საჯარო სკოლაში 1100-მდე მოსწავლეა და მათგან 100-მდე მოზარდი ჭიდაობითაა გატაცებული. სკოლა თავისი სახსრებით საცურაო აუზის რეაბილიტაციასაც ახორეციელებს და სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლისთვის მე-17 სკოლაში ცურვის გაკვეთილებიც ჩატარდება.
ახალი სპორტული დარბაზები თანამედროვედ აღჭურვილი და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით კეთდება. სულ ქუთაისის 5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, რაზეც 563 000 ლარი დაიხარჯება.