რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) გენერალურ ასამბლეაზე მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა საქართველოს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სისტემის ფრანგულენოვან ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ნუნუ მიცკევიჩმა ასევე ისაუბრა Horizon Europe-ისა და ERASMUS+-ის ჩარჩო პროგრამებში ქართველი მეცნიერების ჩართულობის ხელშესაწყობად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და ფრანგულენოვანი, ასევე ერთობლივი და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების განვითარების მხარდაჭერაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას, ქართველ მეცნიერ-მკვლევართა მობილობის გაძლიერება კი მათ ინტეგრირებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.