საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს! ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების საზეიმო აღნიშვნას მთელი ევროპის მასშტაბით წელს 20 წელი უსრულდება!
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში მზადდება საინფორმაციო-სარეკლამო სასაჩუქრე მასალები ქართული ენის შესახებ, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს საქართველოს საელჩოებში. ისინი კი, თავის მხრივ, მონაწილეობას იღებენ ენების ევროპული დღის ღონისძიებებში, წარმოადგენენ ქართულ კუთხეს და ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს საჩუქრად გადასცემენ ამ მასალებს.
ქართული ენის პოპულარიზაციისათვის მომზადებული მასალები ყოველ წელს მრავალფეროვნდება. ისინი განთავსებულია სპეციალურ გვერდზე, რაც მათი დათვალიერების, ჩამოტვირთვისა და ბეჭდვის საშუალებას იძლევა.
მასალები იხილეთ ვებგვერდზე: http://www.geofl.ge/lego/sectember26.php?id=68